ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში დაპირისპირებულ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

09 ოქტომბერი 2023, 14:15 516 ნახვა

„ჩინეთი უკიდურესად შეშფოთებულია პალესტინასა და ისრაელს შორის კონფლიქტის ბოლოდროინდელი ესკალაციის გამო“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა. მისი თქმით, პეკინი ეწინააღმდეგება და გმობს ქმედებებს, რომლებიც ზიანს აყენებს მშვიდობიან მოსახლეობას.

აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა ორშაბათს მოუწოდა ჩინეთს, მხარი დაუჭიროს ისრაელს ჰამასის სასიკვდილო თავდასხმების შემდეგ და დასძინა, რომ ის „იმედგაცრუებულია“ იმით, რომ პეკინმა შაბათ-კვირას არ გამოუცხადა თანაგრძნობა ისრაელს.  

საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა „შესაბამის მხარეებს“, სიმშვიდე შეინარჩუნონ და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და დასძინა, რომ „კონფლიქტიდან ფუნდამენტური გამოსავალი არის ორი სახელმწიფოს შესახებ გადაწყვეტილების რეალიზაცია და პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.“

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი