საომარი ვითარება ისრაელში 

07 ოქტომბერი 2023, 17:44 517 ნახვა

სირენები, ბომბები, სარაკეტო თავდასხმები - ისრაელში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. დაბომბილია რამდენიმე ძირითადი ქალაქი, მათ შორის თელ-ავივი, ღაზის სექტორიდან განხორციელებულ  სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვმა 40-ს გადააჭარბა, დაშავებულია 700-ზე მეტი ადამიანი. ჰამასის მოულოდნელ თავდასხმას ისრაელის არმიამ კონრტშეტევით უპასუხა.

უწყებაში აცხადებენ, რომ საბრძოლო თვითმფრინავები ღაზას სექტორში ჰამასის სტრატეგიულ ობიექტებზე ახორციელებენ თავდასხმებს. ამ დროისთვის მხარეებს შორის სულ მცირე 7 ადგილზე მიმდინარეობს შეტაკებები. თავდასხმა, რომელიც ახლა უკვე ომში გადაიზარდა, ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე დაიწყო. პასუხისმგებლობა უკვე აიღო დაჯგუფება „ჰამასმა“.

სამხედრო მეთაურმა ოპერაციის დაწყების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ყველა პალესტინელს, ბრძოლისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, ღაზადან შესასვლელ-გამოსასვლელი ყველა საავტომობილო გზა ჩაკეტა, საპოლიციო ძალებმა ისრაელის სასაზღვრო ქალაქებში შეჭრილი პალესტინელი მებრძოლების განეიტრალება დაიწყეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი