ანკარის ცენტრში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, აფეთქება კიზილაის რაიონში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან ახლოს მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და მედიკოსები.
ვრცელდება ინფორმაცია ერთი დაშავებულის შესახებ. მიმდინარეობს მოკვლევა აფეთქების მიზეზების დასადგენად.