რუსი ოკუპანტები უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას აგრძელებენ. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ გასული დღის განმავლობაში 8 სარაკეტო და 99 საჰაერო დარტყმა განახორციელა.
ღამით ოკუპანტებმა უმანის ოლქი დრონებით დაბომბეს. დაზიანდა სამეწარმეო ინფრასტრუქტურა. ჩერკასის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მაშველები ხანძრის ჩაქრობას 3 ათას კვ. მეტრის ფართობზე ცდილობდნენ.
ამის პარალელურად უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციების ჩატარებას მათ შორის მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით.