უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გვიან ღამით ხერსონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოქალაქე. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ დღეს თავდაცვის ძალებსა და რუს დამპყრობლებს შორის 44 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის განცხადებით, შეტევითი ოპერაციებია მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებით. გარდა ამისა, რუსეთმა ბოლო 24 საათში 6 სარაკეტო და 56 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერმა გამოიყენა ირანული უპილოტო საფრენი აპარატები, საარტილერიო ცეცხლის ქვეშ მოექცა 100-ზე მეტი დასახლება.
ამასთან, გუშინ კიევში პირველი თავდაცვის ინდუსტრიის საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა, სადაც პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთმა თავისი არაპროვოცირებული აგრესიით, ყველას აჩვენა რომ შეუძლია საფრთხე შეუქმნას ნებისმიერი ხალხის სუვერენიტეტსა და ნორმალურ ცხოვრებას.