ერაყში ქორწილში ფეიერვერკის გაშვებით გამოწვეულმა ხანძარმა 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

27 სექტემბერი 2023, 10:08 707 ნახვა

100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა  ერაყის ნინევეის პროვინციაში, ქორწილში გაჩენილი ხანძრის შედეგად.  დაიღუპა  113 ადამიანი. ცეცხლი სწრაფად გავრცელდა  სარიტუალო დარბაზში მას შემდეგ, რაც იქ ფეიერვერკი გამოიყენეს.

წინასწარი ინფორმაცით, შენობა  ძლიერ აალებადი სამშენებლო მასალისგან იყო აგებული, რომელმაც მის სწრაფად დაწვას შეუწყო ხელი. თვითმხილველთა თქმით, ინციდენტის დროს დარბაზში  ასობით ადამიანი იმყოფებოდა.

ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი