მეწყერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოში

23 სექტემბერი 2023, 20:04 731 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფლებში მეწყერსაწინააღმდეგო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება. ამჟამად სამუშაო პროცესი მიმდინარეობს სოფელ ადაძეებში, ადაძეების საცხოვრებელ სახლებთან.

ტერიტორია პერიოდულად იმეწყრებოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს.

პარალელურად ფერდსამაგრი კედლები ეწყობა სხვა სოფლებშიც. მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის ხულოს მერიას წელს მილიონ ნახევარი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი