ერევანში მომიტინგეები პოლიციამ სპეციალური საშუალებების გამოყენებით დაშალა

20 სექტემბერი 2023, 10:55 521 ნახვა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ფონზე ერევნის ცენტრში ასობით ადამიანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვს.  

სომხეთის მინისტრთა კაბინეტის შენობასთან და ერევანში რუსეთის საელჩოსთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციებზე 16 ადამიანი დააკავეს, - ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სომხეთის პოლიციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. სომხეთის პოლიციამ სპეციალური საშუალებებით დაარბია აქცია.   

ადგილობრივი მედიის თანახმად, შეტაკებების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის    პოლიციელებიც. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი