ქობულეთში სამი ახალი ბაღი გაიხსნა

18 სექტემბერი 2023, 14:11 840 ნახვა

სააღმზრდელო პროცესი დაიწყო ქობულეთის მუნიციპალიტეტის, 29 საბავშვო ბაღში, სადაც 2700 აღსაზრდელი ირიცხება.

ახალ სასწავლო წელს მუნიციპალიტეტი სამი ახალი ბაღით შეხვდა, ესენია: სოფელ ლეღვას, საჩინოს და ქობულეთის #1 საბავშვო ბაღები.

როგორც ქობულეთის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ია ხალვაში ,ხალი ბაღები ინფრასტრუქტურის, უსაფრთხოების, კვებითი და სასწავლო სტანდარტების კუთხით სრული დაცვით ფუნქციონირებს. ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის, ქობულეთის მუნიციპალიტეტს თანხები რეგიონის კაპიტალური ტრანსფერიდან გამოეყო. 

ქობულეთის პირველი საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის 2 მილიონი 752 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა. სოფელ ლეღვას საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 1 მილიონ 71 ათასი ლარი.

რაც შეეხება სოფელ საჩინოს ბაღს,მილიონ 479 ათასი ლარი გამოიყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში