ბრაზილიაში ავიაკატასტროფის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ

18 სექტემბერი 2023, 11:04 719 ნახვა

14 ადამიანი დაიღუპა ავიაკატასტროფის შედეგად  ბრაზილიის ჩრდილოეთ ამაზონის შტატში. მცირე ზომის  თვითმფრინავში  ბარსელოსის მუნიციპალიტეტში დედაქალაქ მანაუსიდან 400 კილომეტრის მოშორებით ჩამოვარდა.

ბრაზილიის საჰაერო ძალების განცხადებით, ავიაკატასტროფის  მიზეზის გამოძიება უკვე დაიწყო.

ამაზონის შტატის გუბერნატორმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ მსხვერპლები ტურისტები არიან და ივარაუდა, რომ ავარიის მიზეზი შესაძლოა დაშვების დროს დაშვებული შეცდომა ყოფილიყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი