ბრაზილიას ახალი ტროპიკული ციკლონი ემუქრება

14 სექტემბერი 2023, 10:38 815 ნახვა

ბრაზილიის სამხრეთში მდებარე რიო გრანდე-დუ სულის  შტატს ახალი ციკლონი ემუქრება მას შემდეგ, რაც ერთი კვირის წინ  ტროპიკულმა ციკლონმა 41 ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით უსახლკაროდ დატოვა. 

შტატის დედაქალაქ  პორტო ალეგრეს მახლობლად ქალაქი ესტეიო მეწყერი ჩამოწვა, დატბორილია ქუჩები. ადგილობრივები სიტუაციის გაუარესებას ელოდებიან. 

ბრაზილიის მეტეოროლოგიის ეროვნული ინსტიტუტი მოსახლეობას აფრთხილებს რიო გრანდე-დუ სულის სანაპიროზე ახალი ექსტრატროპიკული ციკლონის  წარმოქმნის შესახებ, რომელსაც შესაძლოა 80-დან 150 მილიმეტრამდე ნალექი მოჰყვეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი