გურიაში, მდინარე სუფსაში ამ დროისთვის მაშველები მუშაობენ. ისინი წყლიდან მამაკაცის გამოყვანას ცდილობენ, რომელიც მათივე ინფორმაციით სუფსაში, ე.წ ნავთობჭაბურღილების ტერიტორიაზე იმყოფება და გამოსვლას ვერ ახერხებს.
რამდენიმე წუთის წინ, მაშველებმა მდინარიდან 68 წლის მამაკაცი გამოიყვანეს, რომელიც თავის გადასარჩენად ბოძს მოეჭიდა და რამდენიმე საათის განმავლობაში დახმარებას ითხოვდა.
აღნიშნული პირის ავტომობილი ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა, მამაკაცმა კი ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრო და თავის გადარჩენის მიზნით ბოძს მოეჭიდა.