უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. დაიბომბა კრივოი-როგი, სადაც დაშავებულია სულ მცირე 25 ადამიანი. ნანგრევებიდან მოქალაქეების გამოყვანას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. შემთხვევას მოჰყვა მსხვერპლი, დაიღუპა 1 პოლიციელი. ოკუპანტებმა სუმსა და ზაპოროჟიეზეც განახორციელეს სარაკეტო თავდასხმები სულ მცირე 3 ადამიანია დაშავებული. ადგილზე ამ დრომდე მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.
ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით დაზიანდა 20-ზე მეტი სახლი, რამდენიმე ტერიტორიაზე აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა. გარდა ამისა, მტერმა იერიში მიიტანა ოდესის ოლქზეც, სადაც ირანული შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოლქის მიმართულებით 20 დრონის გაშვება დაფიქსირდა საიდანაც 16 გაანადგურეს.
ამასთან უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებთან მოლაპარაკებასა და უკრაინისთვის მშვიდობის ფორმულის მნიშვნელობაზე საუბრობს.