ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა

07 სექტემბერი 2023, 15:08 477 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში დღეს ჩამოვა. პირველ სამუშაო შეხვედრას  ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართავს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაკეთდება ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.

გარდა ამისა, ჯოზეფ ბორელი შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტში, პარლამენტის თავმჯდომარესთან. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტიც.

ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. გარდა ამისა, იგი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. 

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი