ენმ ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს

06 სექტემბერი 2023, 17:15 805 ნახვა

ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს ''ნაციონალური მოძრაობა''. ოპოზიცია კორუფციულ გარიგებებზე მიუთითებს, ამჯერად საქმე ეხება ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის ბუღალტერს.

როგორც ირკვევა, თინათინ კონცელიძემ, მეეზოვეებისთვის განკუთვნილი  სახელფასო თანხა უკანონოდ მიითვისა, საუბარია 20 ათას ლარზე. თანხის უკანონო მითვისების ფაქტი, აუდიტის სამსახურმა გამოავლინა. დოკუმენტაციის შემოწმების დროს აღმოჩნდა, რომ ბუღალტერი ყოფილი თანამშრომლების სახელზე წერდა თანხებს და შემდეგ ითვისებდა.

ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ ოპოზიციის განცხადება მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტს, სანდასუფთავების სამსახურში აღნიშნული საჯარო მოხელე მარტიდან აღარ მუშაობს. მითვისებული თანხა კი ბიუჯეტშია დაბრუნებული. ყოფილი ბუღალტერი სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი