ჯოზეფ ბორელის ვიზიტი

06 სექტემბერი 2023, 14:42 557 ნახვა

კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე რამდენიმე თვით ადრე საქართველოში ხვალ,ჩამოდის ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი. ეს ჟოზეფ ბორელის პირველი ვიზიტია საქართველოში, რომელიც ემთხვევა საკვანძო საკითხის შესრულების პერიოდს. რა თქმა უნდა მთავარი საკითხი ევროინტეგრაციის პროცესი და ევროპული დავალებების შესრულების დინამიკა იქნება, ამიტომ ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯოზეფ ბორელის შეფასება და რას ეტყვის ის ქართველ პოლიტიკოსებს. ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება  პრემიერ-მინისტრს., რის  შემდეგაც ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ანნა პირტახია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი