ავარიული ლიფტების განახლება

02 სექტემბერი 2023, 11:44 880 ნახვა

ივლისის თვიდან დღემდე ბათუმის მერიაში ლიფტის განახლების მოთხოვნით 40-მდე განცხადება შევიდა. ბინათმესაკუთრეები ძველი ლიფტების ახალი ლიფტით ჩანაცვლებას ითხოვენ. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული მიმართულებით ამხანაგობის მხრიდან მიმართვიანობა მზარდია და განცხადებები ყოველდღიურად ფიქსირდება.  

უწყება  14 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს ლიფტების განახლებისთვის, აღნიშნული თანხით 163 ლიფტი გამოიცვლება. ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ტენდერი 49 ლიფტის შეცვლაზე გამოცხადდა.

კანონის მიხედვით ლიფტები ექსპლუატაციიდან ყოველ სამ წელიწადში ერთხელ უნდა შემოწმდეს, თუმცა ავარიულ ლიფტებზე პასუხისმგებელი ამხანაგობაა. ლიფტის ტექნიკური გაუმართაობა ეკონომიკის სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის ვალდებულებაა. გაუმართაობის შემთხვევაში უწყებამ  ამხანაგობა თავიდან 50 ლარით უნდა დააჯარიმოს, ხოლო თუკი ლიფტი არ შეკეთდა სანქციები იზრდება და ათას ლარამდე ადის.  

ლიფტის განახლებისთვის კორპუსში მცხოვრებლებმა ლიფტის  ღირებულების  1 პროცენტი უნდა შეაგროვონ, ხოლო დარჩენილ  99 პროცენტს მერია ფარავს. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში