დიდ ბრიტანეთს თავდაცვის ახალი მინისტრი ჰყავს

31 აგვისტო 2023, 14:01 594 ნახვა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა,  თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა. იგი  ბენ უოლესს ჩაანაცვლებს, რომელსაც თავდაცვის მინისტრის თანამდებობა  4 წლის განმავლობაში ეკავა.

რაც შეეხება გრანტ შეპსს, ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობის გარდა, მას სხვადასხვა დროს ბიზნესის მინისტრის, ტრანსპორტის მინისტრის, კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის და სხვა თანამდებობები ეკავა. თავდაცვის მინისტრი შეიცვლება უკრაინაშიც.  ოლექსი რეზნიკოვი  თანამდებობას მომავალ კვირაში დატოვებს. იგი, სავარაუდოდ, დიდ ბრიტანეთში ელჩად დაინიშნება.  

თავდაცვის მინისტრის პორტფელს კი, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი ჩაიბარებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი