იტალიაში ტურინის მახლობლად სატვირთო მატარებლის დაჯახების შედეგად რკინიგზის ხუთი თანამშრომელი დაიღუპა. მუშები მილანისა და ტურინის დამაკავშირებელი ხაზის ლიანდაგზე მუშაობდნენ, როცა შუაღამისას, მათ მატარებელმა გადაუარა.
მატარებელი დაახლოებით 160 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა. ორმა მუშამ მოასწრო ლიანდაგიდან გადასვლა. ისინი გადარჩნენ. მატარებლის მემანქანემ მომხდარის გამო შოკი მიიღო, მას ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და შემდეგ სახლში წასვლის უფლება მისცეს.