ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს გაფართოებისთვის -მიშელი

28 აგვისტო 2023, 20:02 651 ნახვა

ევროკავშირი 2030 წლისთვის მზად უნდა იყოს ახალი  ქვეყნების მისაღებად -ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა სლოვენიის კურორტ ბლედში გამართულ საერთაშორისო ფორუმზე განაცხადა. დასავლეთ ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო - ალბანეთი, ბოსნია, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი - ბლოკში გაწევრიანების პროცესის სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან. გასულ წელს კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ მოლდოვასა და უკრაინას. საქართველოც ელოდება ამ სტატუსის მიღებას. მიშელმა თქვა, რომ ბლოკში გასაწევრიანებლად მომავალ წევრ ქვეყნებს მოუწევთ რეფორმების განხორციელება, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, ებრძოლონ ორგანიზებულ დანაშაულს და კორუფციას.  მან მოუწოდა ყველა ასპირანტ ქვეყანას, მოაგვარონ ორმხრივი კონფლიქტები ევროკავშირში გაწევრიანებამდე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი