დრონებით თავდასხმა მოსკოვზე 

26 აგვისტო 2023, 10:25 563 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვის გარეუბანში უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით იერიშის მიტანა სცადეს. მათი განცხადებით, "თავდასხმა" 26 აგვისტოს 3:00 საათზე შეაჩერეს.

რუსეთის თავდაცვას განცხადებაში არ დაუკონკრეტებია მოჰყვა თუ არა ინციდენტს მსხვერპლი, თუმცა როგორც მოსკოვის მერმა დაწერა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

რუსული სახელისუფლებო მედიის ცნობით, მოსკოვის დომოდედოვოს და ვნუკოვოს აეროპორტებში ფრენები ერთი საათის განმავლობაში შეზღუდული იყო. ცნობისთვის,  ეს ბოლო ერთ თვეში მოსკოვზე დრონებით შეტევის მესამე შემთხვევა იყო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი