მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

23 აგვისტო 2023, 10:50 575 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიშის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე განმარტებით, ორი დრონი რუსეთის დედაქალაქის თავზე ჩამოაგდეს, მესამემ კი, მართვა დაკარგა და „მოსკვა-სიტის“ კომპლექსის ერთ-ერთ მშენებარე შენობას დაეჯახა.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. რუსეთის დედაქალაქზე დრონებით შეტევა ზედიზედ მეექვსე ღამეა ხორციელდება.

მომხდართან დაკავშირებით ოფიციალურ კიევს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი