ტრადიციული დოღი ბახმაროში - გამარჯვებული საბა თელია გახდა, მან 4800 მეტრი პირველმა დაფარა. გამარჯვებულებისთვის დაწესებულია ფულადი პრიზები. ტრადიციული დოღი ბახმაროში თითქმის საუკუნეს ითვლის.
ყოველ 19 აგვისტოს, ფერიცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული ცხენოსნები მონაწილეობენ, დღეს ღონისძიებაში 50-ზე მეტი ცხენოსანი ასპარეზობდა.