ახალგაზრდების პეტიცია ქობულეთში

17 აგვისტო 2023, 14:19 874 ნახვა

მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - ამ მოთხოვნით ქობულეთის ახალგაზრდული  ორგანიზაცია "იალქანი" ქობულეთის მერიას პეტიციით მიმართავს, მათ უკვე  დაარეგისტრირეს  პეტიციის ფორმა მერიის ვებ გვერდზე  და დაიწყეს ელექტრონულ ხელმოწერების შეგროვება. როგორც ცნობილია ჯამში 677 მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო პეტიცია  განსახილველად. 

პეტიციის ავტორები აცხადებენ, რომ თვითმმართველმა ორგანომ დროულად უნდა მოახდინოს მუნიციპალური ავტოპარკის განახლება. ავტორების განცხადებით ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მოუწესრიგებელი და გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აუცილებელია ასევე დამატებითი რეისების დანიშვნაც.

იმ შემთხვევაში თუ შეგროვდება პეტიციის წარდგენისთვის საჭირო რაოდენობის ხელმოწერა, ჩაითვლება წარმოდგენილად და დაიწყება დასმული საკითხების განხილვა - აღნიშნულია ქობულეთის მერიის წერილობით კომენტარში.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი