გიორგი მაზნიაშვილის ახალგაზრდა ლეგიონის კურსდამთავრებულების სერთიფიკატებით დაჯილდოვების ცერემონიალი პეტრას ციხის ტერიტორიაზე გაიმართა.
კურსანტები აქ ლეგიონის ბაზაზე სწავლობენ როგორც სამხედრო, ისე სალაშქრო და სტიქიური მოვლენების დროს საჭირო უნარ-ჩვევებს.
ლეგიონში 15-დან 40-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეგისტრირება. სწავლება სამთვიანია.