ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

13 აგვისტო 2023, 12:23 568 ნახვა

ჰავაიზე მასშტაბური ხანძრის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი 89-მდე გაიზარდა.ინფორმაციას ამის შესახებ კუნძულ მაუის გუბერნატორი ადასტურებს.

„89 ადამიანი დაიღუპა. ჩვენ აქ, სულ რაღაც, ორი დღის წინ ვიყავით და ეს რიცხვი ბევრად მცირე იყო. ჩვენი ვარაუდით, დაღუპულთა რიცხვი მომდევნო დღეებში კიდევ უფრო გაიზრდება. გვინდა,ხალხი მოვამზადოთ ამისთვის. დიდი სიფრთხილით უნდა ვიმოქმედოთ, რადგან იქ მძიმე ლითონებია, დანგრეულია სახლები, არის პროპანის ტანკები, ამიტომ ეს მართლაც დიდი საშიშროებაა. უკვე ძალიან ბევრი სიცოცხლე დავკარგეთ და ახლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ჰავაის გუბერნატორმა, ჯოშ გრინმა.

კუნძულ მაუის დასავლეთით გავრცელებული სტიქიის 80%-ს მეხანძრე-მაშველები უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

მედიის ინფორმაციით, კუნძულ მაუიზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში