ირაკლი ღარიბაშვილი სტიქიის ზონაში გაემგზავრა

04 აგვისტო 2023, 09:06 493 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რაჭაში, სტიქიის ზონაში გაემგზავრა. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

დილიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა განახლდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიის ზონიდან მაშველებმა დილიდან 100-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის არასრულწლოვნები, რომლებიც იქ ბანაკით იმყოფებოდნენ.  

70 ადამიანი სტიქიის ზონიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს.

შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, ორი პირის ცხედარია ნაპოვნი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი