აქცია კაპრეშუმში

25 თებერვალი 2017, 00:00 3851 ნახვა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალურ სახლში მცხოვრებმა მოსახლეობამ აქცია გამართა. ადგილობრივების თქმით 50-მდე ოჯახს 3 თვის განმავლობაში ელექტროენერგიის ქვითარი არ მისვლია, გუშინ კი დაახლოებით სამ საათზე მათ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდათ. კაპრეშუმის მოსახლეობა ამბობს, რომ  გადასახადი მათ ჯამურად დაუანგარიშეს და უთხრეს რომ 6000 ლარამდე აქვთ გადასახდელი. ენერგო-პრო ჯორჯიის ინფორმაციით, საღამოს რვა საათისთვის კაპრეშუმის მოსახლეობას ელექტრო - მომარაგება აღუდგა, ქვითრებთან დაკავშირებულ საკითხს კი შეისწავლიან.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში