როდის დაკითხავენ ბრალდებულ დეკანოზს? კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ უცნობია. დეკანოზი გიორგი მამალაძე მზად არის ჩვენების მისაცემად, თუმცა გუშინ პროკურატურა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მხოლოდ ექსპერტიზის ჩასატარებლად მივიდა. მისი ინტერესების დამცველები დაკავებული გიორგი მამალაძისა და მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე საუბრობენ.