ხულოში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით განიხილეს საკითხი „საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ხულოს მუნიციპალიტეტს შორის უფლებამოსილების განხორციელების დელეგირების შესახებ.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, დელეგირების უფლებამოსილება გულისხმობს სკოლებთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცესში მუნიციპალიტეტის ჩართულობას.
ხელშეკრულების პირობების მიხედვით, სამუშაოების დაფინანსება განხორციელდება საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან, ხოლო შესრულებაზე პასუხისმგებელი ხულოს მუნიციპალიტეტი იქნება.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე