35 ოთხის წინააღმდეგ ევროპარლამენტის შიდა ბაზრისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ლობირების გამჭვირვალობის შესახებ ახალ წესებს.
ცვლილება ვრცელდება ანაზღაურებად ლობირებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკაზე, კანონმდებლობაზე ან გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოხდენას.
წესები არ ვრცელდება ოფიციალურ სამთავრობო და დიპლომატიურ სამუშაოზე, მედიასერვისებზე, იურიდიულ კონსულტაციასა და აკადემიურ კვლევაზე.
ევროპარლამენტის ინფორმაციის მიხედვით, ევროპარლამენტარებმა შეზღუდეს გარკვეული სფეროებიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის დასაცავად.
ახლა კი პროექტი სტრასბურგში, პარლამენტის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ, რის შემდეგაც დაიწყება მოლაპარაკებები ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის.
