აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯიმ რიში და დემოკრატების ლიდერი კომიტეტში, ჯინ შაჰინი ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის „ქართული ოცნება“ და არა ამერიკის შეერთებული შტატები.
მათი განცხადებით, სულ უფრო მეტად არიან შეშფოთებული "საქართველოში პოლიტიკური სიტუაციის გაუარესებით და ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული შემაშფოთებელი ქმედებებით".
ერთობლივ განცხადებას ეხმაურებიან მმართველ გუნდში, კახა კალაძის განცხადებით ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე