სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა თურქეთში, ყარსის პროვინციაში ავტოავარიის შედეგად. სამგზავრო ავტობუსი, რომელიც ბურსა-ყარსის რეისს ასრულებდა, სოფელ კარაკურტთან 50 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ხევში გადავარდა. დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
ადგილზე მუშაობენ მაშველები, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.