თავდაცვის ძალები შოტლანდიაში მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში მონაწილეობდა

30 ივლისი 2023, 11:15 575 ნახვა

აშშ-ის მე-6 საზღვაო ფლოტის ორგანიზებით მრავალეროვნული საზღვაო სწავლება Sea Breeze 2023 ჩატარდა. სწავლება მიზნად ისახავდა საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ოპერაციების გაძლიერებას მრავალეროვან პარტნიორებთან ერთად, ასევე შავი ზღვისა და პარტნიორობა მშვიდობისათვის საზღვაო უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების გაძლიერებას.

მრავალეროვნულ სწავლებაში წელს საქართველოს თავდაცვის ძალები საშტაბო და მყვინთავთა კომპონენტებში იყო წარმოდგენილი.

თავდაცვის ძალების ორი ოფიცერი ნაღმოსანთა ტაქტიკური დაჯგუფების შემადგენლობაში ნაღმსაწინააღმდეგო საზღვაო ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესებში იყო ჩართული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი