ჰოლივუდის ვარსკვლავი უდანაშაულოდ ცნეს

27 ივლისი 2023, 10:03 586 ნახვა

ჰოლივუდის მსახიობი ოსკაროსანი კევინ სპეისი ლონდონის სასამართლომ სექსუალური ძალადობის ყველა ბრალდებაში გაამართლა. სპეისს ბრალი ცხრა ეპიზოდზე ჰქონდა წარდგენილი. აქედან შვიდი,  სექსუალურ შევიწროებას, ორი კი სხვა სახის სექსუალურ დანაშაულს შეიცავდა.

გასულ წელს ნიუ იორკის მოსამართლეთა კოლეგიამ არადამაჯერებელი მტკიცებულებების გამო ასევე არ დააკმაყოფილა კევინ სპეისის წინაღმდეგ სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით შეტანილი სარჩელი, რომელიც მსახიობმა ენტონი რეპმა წარადგინა და ოსკაროსან მსახიობს 1986 წელს გამართულ წვეულებაზე მის შევიწროებაში სდებდა ბრალს.

სპეისიმ განაცხადა, რომ ფაქტი არ ახსოვს, მაგრამ ბოდიში მოიხადა და აღიარა, რომ ჰომოსექსუალია.

ინციდენტიდან მალე კომპანია ნეთფლიქსმა მისი მონაწილეობით სერიალის გადაღება შეაჩერა, ხოლო  ამერიკულმა სატელევიზიო პრემია ემი ევარდსმა მას  2017 წლის საპატიო ემი აღარ გადასცა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი