ჩინეთში სკოლის სახურავმა 11 მოსწავლე იმსხვერპლა

24 ივლისი 2023, 11:05 535 ნახვა

ჩინეთის ქალაქ ქიქიჰარში სკოლაში  ბეტონის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 11 ადამიანი, მათ შორის ბევრი  მოზარდი გოგონაა, რომლებიც ინციდენტის დროს სპორტდარბაზში ნეტბოლს თამაშობდნენ. 

15 ადამიანი ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებზე შემთხვევის ადგილია ასახული, თუ როგორ ცდილობენ მაშველები ნანგრევებში გადარჩენილების პოვნას.

წინასწარი ინფორმაციით, ჩინეთის რამდენიმე რეგიონში ძლიერი წვიმების შედეგად სახურავზე წყალი დაგროვდა, რომლის სიმძიმეს ვეღარ გაუძლო კონსტრუქციამ და ჩამოინგრა. პოლიციამ  სამშენებლო კომპანიის პასუხისმგებელი პირები უკვე დააკავა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი