მოქალაქის პროტესტი ხულოში

21 ივლისი 2023, 14:08 866 ნახვა

ხულოს მერიასთან მოქალაქემ  შიმშილობა დაიწყო. შადიმან ხოზრევანიძე  თვითმმართველობას სოფელ კვატიაში საცხოვრებელთან მისასვლელი გზის მოწყობას სთხოვს. მისი ინფორმაციით,  ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების მოთხოვნით  მერიას არაერთხელ მიმართა, თუმცა ზეპირი დაპირება მიიღო. ამჯერად კი პროტესტის ეს ფორმა გადაწყვიტა, სანამ დოკუმენტურ დასტურს არ მიიღებს.

მერიაში კომენტარი არ გააკეთეს, პრესსამსახურის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციისთვის პროექტი უკვე შესყიდული აქვთ, უახლოეს დღეებში კი ტენდერი გამოცხადდება.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი