ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული

21 ივლისი 2023, 10:01 509 ნახვა

ღამით უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, გავრცელდა ინფორმაცია შესაძლო საჰაერო თავდასხმის შესახებ.

რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 9 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს. აფეთქებების ხმა ისმოდა ხერსონის ოლქშიც. რეგიონში 200-ზე მეტი აფეთქება მოხდა.  ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სარაკეტო თავდასხმის საფრთხესთან დაკავშირებით გამაფრთხილებელი შეტყობინება უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში ორჯერ გაავრცელეს.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა მხარემ უკრაინაში 240 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

მათივე განმარტებით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, მელიტოპოლის და ბერდიანსკის მიმართულებით. 

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი სამხრეთ ოდესის რეგიონში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მარცვლეულის ტერმინალებს თავს დაესხა, თავდასხმის შედეგად 100 ტონა ბარდა და 20 ტონა ქერი განადგურდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში