დილით ბაღდადის ცენტრში ასობით მომიტინგე, რომელიც შვედეთში ყურანის მოსალოდნელ დაწვას აპროტესტებდა, შვედეთის საელჩოში შეიჭრა და შენობას ცეცხლი წაუკიდა. წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად საელჩოს არცერთი თანამშრომელი არ დაშავებულა. შვედურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ სტოკჰოლმში, ერაყის საელჩოს წინ საჯარო შეხვედრის ჩატარების თხოვნის შესახებ განაცხადი დააკმაყოფილა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ განმცხადებელი ყურანისა და ერაყის დროშის დაწვას გეგმავს. აქციაში მონაწილეობას ორი ადამიანი მიიღებს და რომ ერთ-ერთი ის მამაკაცია, რომელმაც ივნისში, სტოკჰოლში მეჩეთის წინ ყურანი დაწვა.
ქმედება გააპროტესტეს რამდენიმე მუსლიმური ქვეყნის, მათ შორის ერაყის, თურქეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, იორდანიასა და მაროკოს მთავრობებმა.