უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა

16 ივლისი 2023, 13:44 612 ნახვა

უკრაინაში გასულ დღეს საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. ღამის  განმავლობაში რამდენჯერმე დაიბომბა სუმის ოლქი, ამ მიმართულებით მტერმა ცეცხლი გაუხსნა 8 დასახლებულ პუნქტს.

ოკუპანტმა იერიში მიიტანა ზაპოროჟიეს რაიონზეც, სადაც 3 ადამიანი დაშავდა. დაზიანდა სოფლის საკრებულოს შენობა, 16 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებები. 

ხარკოვის რეგიონის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა, დაღუპულია 1 მოქალაქე. არიან დაშავებულებიც. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ დღე მტერმა 40 საჰაერო დარტყმა განახორციელა. უწყების ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კვლავ მაღალია საჰაერო და სარაკეტო დარტყმების ალბათობა. 

გარდა ამისა, ლიმანის მიმართულებით მტერმა წარუმატებელი მოქმედებები ჩაატარა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა კი ბახმუტის მიმართულებით 1 დღეში 77 ოკუპანტი გაანადგურეს.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინამ რუსეთში დეპორტირებული 383 ბავშვი დაიბრუნა - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარი „ტელეგრამის“ პირად არხზე წერს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი