ისრაელში საპროტესტო აქციების 28-ე კვირა

16 ივლისი 2023, 10:30 636 ნახვა

ისრაელში საპროტესტო აქცია 28-ე კვირაა გრძელდება. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრის სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ ქუჩებში იკრიბებიან. თელ-ავივის ქუჩებში ათიათასობით მომიტინგე გამოვიდა, იერუსალიმში პრემიერის სახლის წინ ჩირაღდნები აანთეს. დემონსტრაციები მოეწყო სანაპირო ქალაქებშიც.

მედიის ცნობით, საპროტესტო ტალღას შეუერთდა ისრაელის სამედიცინო ასოციაცია, რომელიც ქვეყნის ექიმების 90%-ს წარმოადგენს.

ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, კანონი ჯანდაცვის სისტემას გაანადგურებს. მასობრივი საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით იანვრიდან იმართება, როდესაც პრემიერმა სასამართლო რეფორმა წარადგინა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი