ვლადიმერ პუტინის შეთავაზება „ვაგნერის“ წევრებს და პრიგოჟინის უარი

14 ივლისი 2023, 11:04 492 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაურებს შეხვედრისას დასაქმების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა, ბევრიც დაეთანხმა, თუმცა პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბიჭები ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან.

პუტინის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიების დაკანონების საკითხი იოლი არ არის და ამაზე მთავრობამ, სახელმწიფო დუმასთან ერთად უნდა იმსჯელოს.

პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ იურიდიულად ასეთი კომპანიები ჯერჯერობით არ არსებობენ, მათ შორის არც „ვაგნერი“.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში