ჯო ბაიდენი - პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო

14 ივლისი 2023, 11:13 583 ნახვა

პუტინმა უკრაინაში ომი უკვე წააგო - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ფინეთის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა. ჯო ბაიდენის თქმით, არ არსებობს შესაძლებლობა, რომ პუტინმა უკრაინაში ომი მოიგოს. აღნიშნა, რომ უკრაინა ნატო-ს შეუერთდება და პუტინი საბოლოოდ გადაწყვეტს, რომ ომის გაგრძელება რუსეთის ინტერესებში არ შედის.

ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არავის შეუძლია ნატო-ში გაწევრიანება სანამ ომი მიმდინარეობს. უკრაინის გაწევრიანება კი გულისხმობს მესამე მსოფლიო ომში ჩართვას.

ბაიდენის თქმით, ახლა განხილვის მთავარი თემაა არა ის, გახდება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ ის თუ როდის შეძლებს ამას ქვეყანა.

პრესკონფერენციაზე ჯო ბაიდენმა ალიანსისადმი შეერთებული შტატების ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ამერიკა ნატო-ს თითოეულ ინჩს დაიცავს, მათ შორის ფინეთს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი