ავსტრიის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ვიზიტი

11 ივლისი 2023, 14:01 499 ნახვა

თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ავსტრიელ კოლეგას  შეხვდა. ლელა  ჩიქოვანმა არნოლდ კამელს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.   

საუბარი შეეხო რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების რთულ გარემოსა და მზარდ საფრთხეებს.     

ვიზიტის ფარგლებში არნოლდ კამელი თავდაცვის ინსტიტუციური განვითარების სკოლაში „თავდაცვის უმაღლესი კურსის“ გახსნას დაესწრო და ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც ესტუმრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი