აზოველები უკრაინაში დაბრუნდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მებრძოლებთან ერთად ბრიფინგი გამართა. „აზოვის“ პოლკის მეთაურის განცხადებით, უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ყველა მებრძოლი ომის დასასრულებლად ყველაფერს გააკეთებს და ისინი ფრონტზე დაბრუნდებიან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ მებრძოლებს მადლობა გადაუხადა და 298 მებრძოლს გმირის წოდება მიანიჭა.
გარდა ამისა, ვოლოდიმირ ზელენსკი პრემიერ-მინისტრთან ერთად ლვოვშიც ჩავიდა. რაც შეეხება ოკუპანტის აგრესიას უკრაინაში, ქალაქ ლიმანზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ომის დაწყებიდან დონეცკის რეგიონში 1 600-მდე მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. გასული დღის განმავლობაში მტერმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლებაზეც.
ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, კი ომის 500 დღის განმავლობაში რუსეთმა ვერცერთ დასახულ მიზანს ვერ მიაღწია. მათი თქმით, უკრაინელების მტკიცე და ოსტატურმა წინააღმდეგობამ რუსეთის მრავალი შეტევა შეაჩერა, მათ შორის კიევზე.