ნუ მისცემთ უკრაინას უფლებას გაწევრიანდეს ნატო-ში - სტატია გამოცემაში ''Foreign Affairs''

07 ივლისი 2023, 14:08 526 ნახვა

ნუ მისცემთ უკრაინას უფლებას გაწევრიანდეს ნატო-ში, ალიანსის გაფართოების ხარჯები მის სარგებელს აღემატება - ამ სათაურით გავრცელდა სტატია გამოცემაში „ფორინ ეფეარს“. უკრაინაში ომის დაწყების დღიდან მიმდინარეობს საუბარი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების შესახებ. სწორედ ეს იქნება ერთ-ერთი  თემა მომავალ კვირას ვილნიუსის სამიტზეც. სტატიაში აღნიშნულია, რომ ნატო-ს შემდგომი გაფართოება იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც მოსკოვი ცენტრალური უსაფრთხოების ცენტრად მიიჩნევს, რუსეთთან ომს ნიშნავს.

სტატიაში ასევე ნახსენებია, 2008 წელს, აშშ-ის მაშინდელი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის განცხადებაც, რომელშიც ის უკრაინისა და საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას ლობირებს. თუმცა, სტატიის ავტორები ბუშის ამ განცხადებას საპრეზიდენტო რანგში ე.წ ბოლო კვალის დატოვებას ადარებენ. სტატიაში ასევე აღნიშნულია, რუსეთ-საქართველოს ომიც, რომელიც ბუქარესტში პუტინისმიერ გავრცელებული განცხადებიდან  4 თვის შემდეგ  დაიწყო. განცხადება ეხებოდა, ძლიერი სამხედრო ბლოკის გამოჩენას, რუსეთის საზღვრებთან.   

გამოცემა „ფორინ ეფეარსი“ წერს, რომ რუსეთის ქცევა ავაზაკური და უკანონოა  იმის მიუხედავად, რომ ნატო ფორმალურად უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების  მიმართ ერთგული რჩება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში