ოკუპანტების მორიგი იერიში უკრაინის ქალაქებზე. დნეპროპეტროვსკის ოლქს მტერმა გასულ ღამეს „შაჰედის“ ტიპის დრონებით შეუტია, რომლებიც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ნამსხვრევები ავტომობილს დაეცა, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა.
ქალაქ ლვოვში კი ოკუპანტის მიერ საცხოვრებელ უბანზე მიტანილი იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. აგრესორმა ქალაქი გასულ დღეს დაბომბა, რის შედეგადაც განადგურდა 250-ზე მეტი ბინა და 10 საერთო საცხოვრებელი.
ასევე უნივერსიტეტის 2 შენობა, ბავშვთა სახლი და სკოლა. დაშავებულია 40-ზე მეტი ადამიანი. ოკუპანტმა იერიში „კალიბრის“ ტიპის რაკეტებით მიიტანა. გარდა ამისა, იბომბება უკრაინის სხვა ქალაქებიც, გასული დღე- ღამის განმავლობაში მტერმა იერიში მიიტანა ჩერსაკის რაიონზე, ქვეყნის მასშტაბით განახორციელა 57 საჰაერო დარტყმა. უკრაინის თავდაცვის ძალებმა 7 რაკეტა გაანადგურეს.
რაც შეეხება კონტრშეტევის მიმდინარეობას, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ლიმანის მიმართულებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსული ჯარები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინული ჯარების განდევნას.