ფიჭვნარის დასახლებაში მაგისტრალური საკანალიზაციო სისტემის შეჩერებული პროექტი - ურთიერთბრალდებები

06 ივლისი 2023, 14:12 949 ნახვა

კორუფციულ გარიგებაზე საუბრობენ ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ქობულეთის საკრებულოს წევრები. ოპოზიციის თქმით, ფიჭვნარის დასახლებაში მაგისტრალური საკანალიზაციო სისტემის პროექტის ვადები რამდენჯერმე დაირღვა და პროექტი შეჩერდა.

ოპოზიციის მტკიცებით, პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3 მილიონამდე ლარი გამოიყო, თანხის ძირითადი ნაწილი კი გაფლანგულია. ისინი კომპანიასა და ქობულეთის მერს კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ.

ოპოზიციის ბრალდებებს მორიგი იაფფასიანი ტყუილი უწოდა ქობულეთის მერის მოადგილემ. დავით ვერულიძე აცხადებს, რომ არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და დისკვალიფიკაცია გამოუცხადეს. ასევე კომპანიას სხვადასხვა საჯარიმო სანქცია და პირგასამტეხლო დაეკისრა.

მერის მოადგილე ამბობს, რომ უახლოეს პერიოდში ელექტრონულ ტენდერს თავიდან გამოაცხადებენ.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში