რეკრეაციული სივრცეებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხებზე ისაუბრა ბათუმის მერმა აეროპორტის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან.
ამ დასახლებაში, ანწუხელიძისა და ადლიის ქუჩების მიმდებარედ სკვერისა და სტადიონის მშენებლობა დაიწყო, სადაც განთავსდება საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები.
გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე კაკაბაძისა და ანწუხელიძის ქუჩების კვეთაში ახალი რეკრეაციული სივრცე შეიქმნა.
შესაბამისი მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.