რუსი ხალხი ისეთი ერთიანია, როგორც არასდროს, – ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა აზიის ლიდერებთან ვირტუალური შეხვედრის დროს გააკეთა. ეს იყო აჯანყების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პირველი გამოსვლა საერთაშორისო ფორუმზე. თავის გამოსვლაში პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი დაუპირისპირდება დასავლეთის სანქციებსა და „პროვოკაციებს“.
პუტინმა მადლობა გადაუხადა შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსეთის ხელმძღვანელობის ქმედებებს ამბოხის დროს.